სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33- ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ:
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი რევაზ ჯორბენაძე;
- ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე